კრიტიკული შემთხვევების მართვის სისტემის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის ინდიკატორის დანერგვის გამოწვევები საქართველოში
კვლევის მიზანია, თუ რანდენად ეფექტურად გამოიყენება კრიტიკული შემთხვევების მართვის სისტემა და რამდენად ხშირად ხდება კრიტიკული შემთხვევების იდენტიფიცირება საავადმყოფოში, რამდენად აღიარებენ მას ჯანდაცვის მუშაკები როგორც რისკის მართვის ინსტრუმენტს.
კვლევა განხორციელდება ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც 2015 წლიდან დაინერგა კრიტიკული შემთხვევების მართვის სისტემა. კვლევისათვის ჩატარდება ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კრიტიკული შემთხვევების მართვის სისტემის 2015 – 2019 წლების პერიოდში განხორციელებული ანგარიშგებების ანალიზი.
პროექტის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.