კახეთის რეგიონში აგრარული წარმოების განვითარების მიმართულებები

კახეთის რეგიონში აგრარული წარმოების განვითარების მიმართულებები და შესაძლებლობები

 

ინტერდისციპლინური კავშირების დადგენის კუთხით, კვლევა მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის  აგრარული სამრეწველო შესაძლებლობების გამოვლენას გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში, რაც ხაზს უსვამს კვლევის მნიშვნელობას ლოკალურ და გლობალურ დონეზე. ამასთან, გამოყენებითი კვლევითი პროექტის მიზანია, მომზადდეს განახლებული გზამკვლევი დარგით დაინტერესებულ ყველა მხარისათვის, მათ შორის პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის, რათა უფრო ფართოდ, ინტერდისციპლინური კავშირების ჭრილში გაეცნონ კახეთის აგრარული წარმოების შესაძლებლობებს  და უკეთ შეძლონ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენება როგორც აკადემიურ, ისე სამეწარმეო მიმართულებით.

 

პროექტის ხელმძღვანელი მაცაცო ტეფნაძე, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.