პროექტის მთავარი მიზანია ახალი ციფრული ხელმოწერის სქემის შემუშავება, რომელიც შეძლებს კვანტური კომპიუტერების თავდასხმებისგან დაცვას და იქნება ეფექტური. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება მეცნიერთა და სპეციალისტთა შემდეგი ჯგუფებისთვის: კიბერუსაფრთხოების ექსპერტები; გამოყენებითი კრიპტოგრაფები; კრიპტოგრაფიაზე მომუშავე მათემატიკოსები; მათემატიკური მოდელირების სპეციალისტები; კომპიუტერული მეცნიერების ექსპერტები კვლევების შედეგები შესაძლებელია საინტერესო იყოს აგრეთვე იურისტებისვის და პოლიტოლოგებისთვის, რომლებიც მუშაობენ კიბერ უსაფრთხოების დარგში. პროექტი ორწლიანია და ბიუჯეტი შეადგენს 140 000 ლარს.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის STEM ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი მაქსიმ იავიჩი.