რუსეთის კავკასიური პოლიტიკა და საქართველო

 

რუსულენოვან ნაშრომში განხილული იქნება ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთი იმპერიის ურთიერთობა 1783-1798 წლებში, ნაჩვენებია, როგორ ვითარდებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობა და რატომ არ დაიცვა რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო ირანის აგრესიისაგან. მონოგრაფიაში გატარებულია აზრი, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ტრაგედია განაპირობა არა ერეკლე II-ის მცდარმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა, არამედ რუსეთის იმპერიის კავკასიურმა პოლიტიკამ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობას არ ითვალისწინებდა.

 

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ბუბა კუდავა.