2019 წლიდან საქართველო გახდა ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის - EURAXESS-ის წევრი.
EURAXESS-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მეცნიერებს პირდაპირი წვდომა აქვთ მსოფლიოს 500-ზე მეტ საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ფონდების გრანტებთან, 15 000-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და კვლევებით დაინტერესებულ ბიზნესთან, 40-ზე მეტი ქვეყნის ფინანსურ რესურსზე, რომელიც რამდენიმე მილიარდს შეადგენს.
საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, დაფუძნდა წარმომადგენლობა “EURAXESS Georgia“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში, მეცნიერთა კარიერულ განვითარებასა და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
საქართველოს მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქსელის ყველა სერვისი, რომელიც ამჟამად ევროპული პროგრამის წევრი ქვეყნებისთვის არის ხელმისაწვდომი.
დეტალური ინფორმაცია პორტალის ფუნქციების, რეგისტრაციისა და გამოყენების შესახებ განთავსებულია გზამკვლევში.