განათლების სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

11 ივნისი 2024

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა განათლების სკოლის რიგით მესამე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მიზანია სტუდენტთა კვლევითი პოტენციალის გაზრდა და განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

 

მიმდინარე წლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჟიურის შემადგენლობა იყო შემდეგი: ალუდა გოგლიჩიძე - განათლების სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი, ელენე ბეთლემიშვილი - განათლების სკოლის ასისტენტ-პროფესორი და სალომე ჩიტორელიძე - განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი.

 

სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

 

  1. ანანო ალუღიშვილი და მარიამ კახიძე. გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და სტერეოტიპების გავლენა დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლის პროცესში მოსწავლეთა მოტივაციასა და წარმატებაზე.
  2. ანი ჯიქია და ნინო ბაიდაშვილი. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში დისლექსიის იდენტიფიცირება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
  3. ბელა კილასონია. დაწყებითი კლასების მოსწავლეების დაბალი მოტივაცია მათემატიკაში და მასზე მოქმედი ფაქტორები.
  4. ნანა ზარნაძე და თეონა სირაძე. მოსწავლეებში ცოდნის ტრანსფერის უნარის დეფიციტი და გაუმჯობესების ეფექტური გზები (მათემატიკის სწავლის მაგალითზე).

 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:

 

  • I ადგილი - ნანა ზარნაძე და თეონა სირაძე;
  • II ადგილი - ანი ჯიქია და ნინო ბაიდაშვილი;
  • III ადგილი - ანანო ალუღიშვილი და მარიამ კახიძე.