2024 წლის 19 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრმა ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „როგორ გამოვაქვეყნოთ ნაშრომი მაღალი "იმპაქტ-ფაქტორის" მქონე ჟურნალებში?"
RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია), კავკასიის მედიცინის სკოლის პროფესორმა ლეილა ქარიმმა და პროფესორმა თენგიზ ვერულავამ დამსწრეებს გააცნეს მაღალი გავლენის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნების პროცედურა და წესები, ასევე, მიაწოდეს პრაქტიკული რჩევები, რომელთა გათვალისწინება მკვლევართა მიერ მათი ნაშრომების გამოქვეყნების შანსს მკვეთრად გაზრდის.
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ასევე სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მათ საშუალება მიეცათ, ინტერაქციულ რეჟიმში მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა კავკასიის მედიცინის სკოლის დეკანთან, მარიამ ოქრუაშვილთან,აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასა და დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძესთან. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო აკდრედიტაციების, ორმაგი ხარიხსი პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზეც შეთანხმდნენ, რაც სამომავლოდ CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა მიმართულებებზე, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვორკშოპის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.