მიმოხილვა

ტრენინგის მიზანი: მოცემული სასწავლო პროგრამა მოიცავს ორ საწყის  საფეხურს A1 + A2 და წარმოადგენს ინგლისური ენის ინტენსიურ, პრაქტიკულ კურსს დამწყებთათვის და მათთვის ვისაც სურს ამ დონეების განმტკიცება. იგი ემსახურება პრაქტიკული თუ თეორიული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას და ქმნის საფუძველს რიგი კომპეტენციების შესაძენად, რომლებიც ორიენტირებულია ზოგადი და პროფესიული აქტივობისათვის საჭირო სპეციფიურ მოთხოვნებზე.

  

კურსის მიზანია შეასწავლოს:

 

  • თანამედროვე ინგლისური ენა რეალური, ყოველდღიური ურთიერთობის მაგალითზე
  • ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები, რომლებიც გამოიყენება ყოველდღიურ, ყოფით რეალობაში (სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა. შ.)
  • ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა და კომუნიკაცია
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
  • გაბმული მეტყველებიდან აზრის გამოტანა
  • საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით)
  • წერა და საუბარი მარტივი წინადადებებითა და ლექსიკით

 

ხელი შეუწყოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხერხებისა და მეთოდების დაუფლებას, რათა სტუდენტმა შეძლოს:

 

  • ლექსიკონის დახმარებით გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე დაწერილი მცირე ზომის ტექსტი
  • ნაცნობ თემაზე დაწერილი ტექსტიდან დასკვნის გაკეთება (მცდარი და ჭეშმარიტი დებულებების შესახებ)
  • უცხოელის მეტყველების დედააზრის გაგება (როდესაც ეს უკანასკნელი მეტყველებს ნელა და გასაგებად) და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
  • მცირე ზომის პრეზენტაციების გაკეთება ნაცნობი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების გამოყენებით, რითაც ეუფლება აუდიტორიის წინაშე ინგლიურად ლაპარაკის ხელოვნებას