მიმოხილვა

თუ გსურს შეისწავლო iOS პროგრამირება, ეს კურსი დაგეხმარება ისწავლო ან გაიმყარო და განავითარო შენი ცოდნა iOS მიმართულებით, დაწყებული UIKit-ისა და SwiftUI-ის საფუძვლებიდან, დამთავრებული დახვეწილი, პროფესიონალური დონის აპლიკაციების შექმნით და App Store-ზე განთავსებით. კურსები ტარდება ე.წ. გიბრიდულ რეჟიმში - თეორიული ნაწილი დისტანციურად, ხოლო ლაბორატორიული სწავლება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

კურსებს გთავაზობთ ორ დონედ: დამწყები და მოწინავე.

 

დამწყები დონე: iOS და Swift საფუძვლები. UIKit საფუზვლებიდან App Store-მდე.

მიზანი: კურსის განმავლობაში შეისწავლი პროგრამირებას ნულიდან iOS & Swift პროგრამულ ენაზე დაფუძნებით. შესაძლებლობა გექნება შექმნა თანამედროვე და დახვეწილი მომხმარებლის ინტერფეისები, ფუნქციონალურად გამართული, სრული მენტორინგის ქვეშ მთლიანი კურსის განმავლობაში. ასევე შესაძლებლობა გექნება გაიარო მასტერკლასები ინტერვიუზე გასვლიდან პირველ წარმატებულ სამსახურამდე. 

 

ოწინავე დონე: Swift & SwiftUI მასტერკლასები. გახდი iOS-ის პროფესიონალი დეველოპერი

მიზანი: კურსის მიზანია გაიღრმავო ცოდნა და 120 საათში მიიღო უმაღლესი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო მიზანია შექმნა ურთულესი აპლიკაცია, სადაც შეხება გექნება ყველა რთულ ტექნიკასთან და არქიტექტურასთან, რომელიც აუცილებლად გამოგადგება როგორც პირად, ასევე სამსახურში არსებულ პროექტებში.