ტრენინგი "მარკეტინგის მართვა" – პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას შეიქმნან რეალური წარმოდგენა მარკეტინგის მართვის პრინციპებზე; მონაწილეები აღმოაჩენენ მარკეტინგის როლის მნიშვნელობას კომპანიის ბიზნეს-პროცესებში, კერძოდ აღმოაჩენენ, რომ მარკეტინგის ფუნქცია არ არის მხოლოდ კომუნიკაცია და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროცესები რომელშიც მარკეტინგი დიდ როლს თამაშობს.
ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ზოგადი თეორიითა და რეალური ბიზნეს-სიტუაციებით შეისწავლიან თემატიკაში მოცემულ საკითხებს.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.