მიმოხილვა

სარესტორნო საქმის მენეჯმენტი ძალიან აქტუალურია დღევანდელ  საქართველოში.  -ნებისმიერ პროფესიისთვის, მართვის პროცესი უამრავი დეტალისგან შედგება.  ადამიანებს ჰგონიათ, რომ პროცესების აწყობა და შედეგების მიღწევა იმაზე ადვილია ვიდრე რეალობაშია. ტრენინგი  საკვები ობიქტის მმართველობის რეალურად აღქმის შესაძლებლობას იძლევა და მოიცავს სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის,  დეტალებზე ორიენტირებულობის, უმაღლესი მომსახურების სტანდარტების, სტუმართან კომუნიკაციის, სტრესულ გარემოში მუშაობის, სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების, ინტერკულტურალური ქცევის ეტიკეტის  დაცვის, გაუმჯობესებას.

 

სატრენინგო პროგრამის მიზანია სტუდენტებს აუხსნას კვების სისტემაში მოქმედი მართვის ძირითადი პრინციპები, განუმარტოს რა ნორმებისა და სტანდარტების დაცვა მოეთხოვება სხვა და სხვა ტიპის კვების ობიექტს, ასწავლოს პერსონალის შერჩევისა და მართვის ასპექტები, პრაქტიკულად აჩვენოს როგორ ხორციელდება პროცესების მართვა სამზარეულოში, პერსონალთან დამოკიდებულებასა თუ სტუმართან ურთიერთობისას.

 

პროგრამის დასრულების შედეგად მსმენელები აითვისებენ საკვები ობიექტის მმართველის ფუნქციებს გამოიმუშავებენ ზოგად-მენეჯერულ ჩვევებს.  ეცოდინებათ კერძების მომზადების, დასუფთავების, სტუმრის დახვედრა-გაცილების უნარები. მათ  ექნებათ პროფესიული ცოდნა სარესტორნო მომსახურების სფეროში. შეეძლებათ გუნდის მართვა, ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა,  დისციპლინარული მოთხოვნების შემუშავება, პროცესების მართვაზე პასუხისმგებლობის აღება.  სწავლის შედეგების გაზომვის მთავარი კრიტერიუმია  პროფესიონალური მიდგომა  მომსახურების ხარისხის ასამაღლებად.

 

ტრენინგი შეიცავს ინტერაქტიულ ლექციებს პრაქტიკული კომპონენტით, მათ შორის: ვახშმის ორგანიზება, ინდივიდუალური მომსახურება, დასუფთავებითი სამუშაოები, ღვინის და მაღალალკოჰოლიანი სასმელების მასტერკლასი, კერძების მომზადების მასტერკლასი და სხვა.

 

  • რესტორნის პროცესების მართვა

 

გუნდის მოტივაცია, ლოგისტიკა, გასაუბრებები, დროის სწორი განაწილება, პასუხისმგებლობების გადანაწილება, ორგანიზაციის სტურქტურა, სტუმრის პერსონალური ინფორმაცია, სტუმრების ბედნიერებაზე ზრუნვა.

 

  • კომუნიკაცია

 

სტუმრის  სახელის დამახსოვრება, მცირე საუბრების წამოწყება, სატელეფონო კომუნიკაციის კულტურა.

 

  • მაგიდის მენეჯმენტი

 

მაგიდის სწორად გასერვირება, მაგიდასთან მომსახურეობის ეტიკეტი, მაგიდის დეკორაცია, ღვინის და ცქრიალას სერვისი.

 

  • ეტიკეტი და პროტოკოლი

 

სხვა ქვეყნისა და კულტურის ადამიანებთან სწორი მიმართვა და კომუნიკაცია, სხეულის ენა, ორგანიზაციის პირადი წესები და ღირებულებები, სწორი სიარული.

 

  • პერსონალური მომსახურება

 

ჯენტლმენობა, ქოლგის სწორი გამოყენება, დრეს კოდი, ფეხსაცმლის გაპრიალება, გარდერობის მოწესრიგება, დაუთოვება.

 

  • დასუფთავება

 

ხსნარების ცოდნა, ხსნარების სწორი გამოყენება, დასუფთავების საფეხურები, დეტალებზე ორიენტირება.

 

  • სამზარეულო

 

კერძის მომზადების საფეხურები, სწორი კომუნიკაცია შეფთან, ხორცის შეწვის სტანდარტები, ჰიგიენა.

 

  • ყავა

 

ყავის ისტორია, ყავა 21 საუკუნეში, მომზადების წესები, ყავის დეგუსტაცია.

 

  • საქართველოს გასტრონომია

 

კვების სახეობები მსოფლიოში, საქართველოს რეგიონალური სამზარეულო, ქართული პროდუქტები, კვების კულტურა.   

 

  • ღვინო / მაღალ ალკოჰოლიანი სასმელები

 

ქართული ვაზის ისტორია, მეღვინეობების სახეობები, ღვინის დეგუსტაცია, ადგილწარმოშობები, შემაგრებული და მაღალ ალკოჰოლიანი სასმელები.

 

  • ყველი

 

ყველის ისტორია, ქართული ყველის სახეობები, ყველის ტექნოლოგია, ყველის დეგუსტაცია

 

  • ადამიანების მენეჯმენტი

 

მოტივაცია, მოლოდინები

 

ყოველი შეხვედრა იწყობა დღის საკითხების განხილვით, შემდგომ  სტუდენტები იწყებენ „სამუშაო კუთხის მოწესრიგება / დასუფთავებას, ემზადებიან ლეექციისთვის, დასრულების შემდეგ ალაგებენ  ყველაფერს და ხდება დღის შეჯამება.