მიმოხილვა

პროგრამა ორინტირებულია  მსმენელებმა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰოსპიტალია, როგორც ბიზნეს ერთეული, ჰოსპიტლის თანამედროვე სტრუქტურა და შესაბამისი სერვისები, ოპერაციული მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (ექიმების და ექთნების პრობლემური საკითხების განხილვა), ჰოსპიტლის თანამშრომლების ანაზღაურების თანამედროვე სისტემები, DRG სისტემის შემოღების პერსპექტივები და გამოწვევები, ჰოსპიტლის მოწყობის სტანდარტები, საინფორმაციო სისტემები და კომუნიკაცია, სამედიცნო დაწესებულებაში კონფლიქტები და მათი მოგვარების მოდელები.

 

ამ პროგრამის გავლა ხელს შეუწყობს მსმენელებს კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში.

 

პროგრამა ითვალისწინებს კურსის ბოლოს მონაწილეების შეფასებას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლისა (CMS) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.