ტრენინგის მიზანია მსმენელმა მოახერხოს ორგანიზაციის ეფექტური მართვა, განვითარება და მისი წარმატების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მართვის მექანიზმებისა და მოდელების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი ან პოტენციური მენეჯერებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას და/ან განვითარებას გეგმავენ.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.