- მართვა/მენეჯმენტი - ციკლის განხილვა და ანალიზი (პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი)
- მართვა, როგორც ხელოვნება და მენეჯმენტი, როგორც ორგანიზაციის განვითარების ინსტიტუციური პროცესების ერთობლიობა
- რესურსების მართვა - რესურსების ანალიზის მოდელები და რაციონალური მართვის მექანიზმები. დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, სამუშაოს დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის ანალიზი PPBS
- ორგანიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა - ტენდენციებისა და სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციის პოლიტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მისიის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება; (PESTEL-M სტრატეგიული ანალიზის მოდელი)
- სტრატეგიული დაგეგმვა - ალტერნატივების ანალიზი და ეფექტური გეგმების შემუშავება (მოკავშირეთა ანალიზის მატრიცა, მაკნამარას მოდელი)
- ორგანიზაციის მართვის დოკუმენტების მიმოხილვა (პრაქტიკული სავარჯიშოები, ორგანიზაციის მართვისთვის საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა)
- ცვლილებების მართვა - მოდელების განხილვა; ორგანიზაციის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი - PESTORP, ცვლილებების მართვის მექანიზმები
- ორგანიზაციული და სამუშაოს ანალიზი - ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; სამუშაოთა კლასიფიკაცია (მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, მატრიცის შემუშავება)
- ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და ორგანიზაციული ქცევა
- ადამიანური რესურსები მართვა - ციკლის მიმოხილვა, კომპეტენციების და ქცევის მართვა
- გადაწყვეტილების მიღება, პროცესი და მოდელები
- ლიდერობა და მენეჯმენტი - განსხვავებული ფორმები, როლი და მახასიათებლები
- გენდერი და ეთიკა - მასთან დაკავშირებული პროცესები ორგანიზაციაში
- ეფექტური კომუნიკაცია - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
- მოტივაცია - მოდელები და პრაქტიკული მექანიზმები, ფარული ფაქტორები
სწავლების მეთოდები:
პროგრამის განმავლობაში შეისწავლება თეორიული მასალა, მოხდება ქეისების, მაგალითების განხილვა და ანალიზი. მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ სხვადასხვა დოკუმენტის, მართვის მექანიზმების შემუშავებაზე, იგეგმება სიმულაციური და როლური თამაშები.