მიმოხილვა

სამედიცინო დაწესებულება ორგანიზაციული სისტემის ერთერთი ყველაზე რთულ სისტემას წარმოადგენს, როგორც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ისე თანამშრომელთა მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი გამოწვევებით. ქცევა არ არის შემთხვევითი ფენომენი და მას საფუძვლად ყოველთვის გარკვეული ლოგიკა ახლავს. ორგანიზაციული ქცევის თავისებურებები უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციის მართვის ასპექტში. ყველა ორგანიზაცია გარკვეული ორგანიზაციული კულტურის მატარებელია და ის გავლენას ახდენს სამედიცინო დაწესებულების გარემოზე, თანამშრომლებზე, მომხმარებელზე, ორგანიზაციის განვითარებაზე და სხვა. გარდა კულტურისა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ქცევის თავისებურებების, პიროვნული თვისებების, სამუშაო ჯგუფისა თუ სამუშაო გუნდის, გადაწყვეტილებების, განვითარების პერსპექტივებზე მოქმედი ქცევის ანალიზი

კურსი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულების მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს გაიაზრონ ორგანიზაციული ქცევის თავისებურებების როლი, ჩაატარონ ორგანიზაციული ქცევის თავისებურებების კვლევა, პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენონ ტრენინგზე განხილული თემები.