მიმოხილვა

 

თანამედროვე ეპოქაში აქტუალურია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება და მისი უმთავრესი ინდიკატორი კი მომხმარებელის/პაციენტის კმაყოფილებაა. ხშირად სამედიცინო პერსონალი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ტექნიკური კომპეტენციით, თუმცა ნაკლებ ყურადღებას უთმობს პაციენტთან კომუნიკაციის საკითხებსშესაბამისი უნარების გამომუშავებასსწორედ კომუნიკაციაში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა ქმნის შესაძლებლობას სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს  პაციენტზე ორიენტირებულიპაციენტის საჭიროებებზე მორგებული პოზიციონირება ბაზარზე და  მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა


ტრენინგი დაეხმარება სამედიცინო პერსონალს: ექიმებს, ექთნებს, მიმღები განყოფილების თანამშრომლებს, პაციენტთან კომუნიკაციაში მყოფ თანამშრომლებს გაანალიზონ კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ერთერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი. გამოიმუშაონ უნარები მართებული კომუნიკაციის წარმოებისთვის, გაეცნონ კომუნიკაციის ხარვეზების ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებს და მათ მნიშვნელობას. თავიდან აიცილონ და მართონ კონფლიქტი. იმუშაონ ინტერპერსონალური კომუნიკაციის მთავარ გამოწვევებზე.