თემატიკა

 

კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით Python პროგრამირების ენის კონსტრუქციებს, მონაცემთა ტიპებსა და ფუნქციებს, ისწავლით  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლოგიკურ ოპერატორები, ციკლები და Python - ის ძირითად სტრუქტურები - სიები tuple - ები, ლექსიკონები და სიმრავლეები. გაიგებთ Python – ის რეალიზაციის თავისებურებებს და ასევე ისწავლით ასინქრონულ კოდს. 

 

თეორიის გარდა, თქვენ გელოდებათ პრაქტიკული დავალებები, რომლებიც დაგეხმარებათ მიღებული ცოდნის გამოყენებაში და პროგრამირების უნარ-ჩვევების გაღრმავებაში. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მიღებული გამოცდილების გამოყენებას სხვადასხვა სირთულის პროექტების რეალიზაციისთვის.