ტრენინგის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის, რაციონალური დაგეგმვის და კონტროლის მოდელებსა და მექანიზმებს. პრაქტიკულად გაერკვნენ ადამიანური რესურსების მართვის ეტაპებსა და ტექნიკებში.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.
ტრენინგის აღწერა:
ადამიანური კაპიტალის მართვის ტრენინგი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის. თანამედროვე პრინციპებით ორგანიზაციული მართვა დაკავშირებულია რესურსების რაციონალურ გამოყენებასთვან, გამართულ პროცესებსა და პროცედურებთან, ორგანიზაციაში არსებული ტალანტის მართვასთან.
ტრენინგის განმავლობაში მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ ადამიანური კაპიტალის მართვის დოკუმენტების, მოდელებისა და მექანიზმების შედგენაზე. გაეცნობიან თანამედროვე ტენდეციებსა და მიდგომებს.
ტრენინგის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითდი პროცესი და კომპონენტი რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემა შედგება.