მიმოხილვა

თანამდეროვე სამყაროში გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ვითარება მოითხოვს ინფორმაციის გავრცელების, მის წყაროებსა და მოტივებზე ფიქრის და ანალიზის უნარს. ნებისმიერი სფერო მოითხოვს ინფორმაციის უზარმაზარ ალტერნატიულ ნაკადებში გარკვევას, მიღებული ინფორმაციის შეფასებას

- ყალბია/ნამდვილიას თვალსაზრისით და არჩევანის გაკეთებას. ნებისმიერი სახის ამოცანის/გამოწვევის (იქნება ეს პიროვნული, ოპერატიული თუ მეცნიერული) იდენტიფიცირების და გადაწყვეტილებების მიღებისათვის უმნიშვნელოვანეს მეთოდებს და უნარებს წარმოადგენს სისტემური და კრიტიკული აზროვნების უნარები. ყოველდღიურად ჩვენ ვაცნობიერებთ თუ არა, შეხება გვაქვს უამრავ სისტემასთან და აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს სისტემები მუდმივად მოქმედებენ ჩვენზე, ერთმანეთზე და შეიძლება ითქვას განსაზღვრავენ ჩვენს სამყაროს.

 

სწორედ ამიტომაც მნიშნელოვანია სისტემური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების მექანიზმები გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო აქტივობაში, იქნება ეს ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა თუ არაფორმალური განათლება.

 

ტრენინგის ბენეფიციარები: ტრენერები, ლექტორები, მასწავლებლები, განათლების მენეჯმეტში დასაქმებული პირები; HRმენეჯერები; ადამიანური კაპიტალის მართვაში ჩართული აქტორები;