მიმოხილვა

 

თანამედროვე სამყაროში სისტემური აზროვნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარს წარმოადგენს მმართველისა თუ გადაწყვეტილებების მიმღები პირისათვის. სისტემური აზროვნება საშუალებას იძლევა ობიექტურად გაანალიზებული იქნას მიმდინარე პროცესები და ანალიზის საფუძველზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

 

თანამედროვე სამყაროში მნიშნელოვანია დავინახოთ სისტემები, გავაანალიზოთ თუ რა სისტემებთან გვაქვს შეხება, რა ამოცანები, მოთხოვნილებებით/მიზნებით არის დატვირთული თითოეული მათგანი, რა განსაზღვრავს ამ სისტემის მუშაობას. სისტემური აზროვნება ეს არის კომპლექსურ სისტემაში ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობა. იგი ემყარება სისტემების მულტიდისციპლინარულ შესწავლას; ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ნაწილებით წარმოქმნილი ელემენტები, რომლებიც ქმნიან უფრო მეტს, ვიდრე მათი უბრალო ჯამი წარმოადგენს. სისტემური თეორია ამბობს, რომ თითოეული სისტემა აღემატება მისი ნაწილების მარტივ ჯამს. ეს გამოწვეულია ისეთი ეფექტებით, როგორიცაა სინერგია ან განვითარებადი ქცევა (ურთიერთობის დინამიკა).

 

ტრენინგის ბენეფიციარები: მმართველები, მენეჯერები, ორგანიზაციაში გადაწყვეტილებების მიმღები პირები