კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის მიმდინარე და გასული პერიოდის მდგომარეობის ფინანსური ანალიზი;
- საპროგნოზო ფინანსური მომგებიანობის ანალიზი ისტორიულ სტატისტიკის და სამომავლო გეგმების გათვალისწინებით;
- ახალი საინვესტიციო პროექტების ფინანსური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მენეჯმენტისთვის;
- ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის კონტროლი და მართვა;
- საფინანსო საქმიანობის სრულყოფის მიზნით ინსტრუქციებისა და დებულებების განახლება/შემუშავება;
- საოპერაციო საქმიანობის ცალკეულ ეტაპებზე შიდა კონტროლის დანერგვა/გაუმჯობესება;
- გარე აუდიტის ყოველწლიური დასკვნების უზრუნველყოფა;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- დადგენილი წესის მიხედვით შესაბამისი კორესპონდენციების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
- დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფილად და უწყვეტად განხორციელების მიზნით უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის/ეკონომიკის/ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.
- საფინანსო და ბიუჯეტირების სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- MS Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე(ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge.
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: ფინანსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!