კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსურ დეპარტამენტში, ფინანსური ანალიზის სამსახურში აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

11 მაისი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსურ დეპარტამენტში, ფინანსური ანალიზის სამსახურში აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

 

 

სამუშაო მოვალეობები:

  • სტუდენტების გადასახდელი თანხების გადახდების აღრიცხვა, გრაფიკების შედგენა, ბაზაში ასახული გადასახდელი თანხების სისწორის შემოწმება, სტუდენტებთან კომუნიკაცია;
  • მისაღები სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა, ფაქტიურთან დადარება, ამ მიმართულებით მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • სამსახურის უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის /ეკონომიკის/ ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. (მათ შორის Excel).

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე, ანაზღაურება 600 ლარი (ხელზე).

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას სათაურის (subject) ველში მუთითოთ: “სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 4 ივნისი.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!