კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ქართულ და ინგლისურენოვან სექტორში შემდეგი მიმართულებით:
- პროგრამირების საფუძვლები (3 ვაკანტური ადგილი)
- ქსელის მუშაობის პრინციპები (2 ვაკანტური ადგილი)
- მობილური აპლიკაციების პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
- ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (2 ვაკანტური ადგილი)
- Java დაპროგრამრების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
- ვებ ტექნოლოგიები (3 ვაკანტური ადგილი)
- სამომხმარებლო ინტერფეისები (2 ვაკანტური ადგილი)
- პროგრამირების პარადიგმები (2 ვაკანტური ადგილი)
- Python დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
- ქსელის და ქსელში არსებული სერვისების მონიტორინგი (1 ვაკანტური ადგილი)
- მონაცემთა ბაზები (2 ვაკანტური ადგილი)
- სისტემური ადმინისტრირება (2 ვაკანტური ადგილი)
- ვირტუალიზაცია (2 ვაკანტური ადგილი)
- ხმოვანი სიგნალის გადაცემა (VoIP) (2 ვაკანტური ადგილი)
- პროგრამული პროდუქტის წარმოება (2 ვაკანტური ადგილი)
- მანქანური სწავლება (1 ვაკანტური ადგილი)
- .NET ტექნოლოგიები (2 ვაკანტური ადგილი)
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
- Java დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
- ოპერაციული სისტემები (2 ვაკანტური ადგილი)
- კიბერუსაფრთხოება (2 ვაკანტური ადგილი)
- გრაფიკული დიზაინი (2 ვაკანტური ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით;
- დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
- სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სადოქტორო/სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას. (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !
საბუთების მიღება: 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით;
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის ივნისი;
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.