კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერი

4 თებერვალი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

 

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

 სამუშაო მოვალეობები:

 

  • აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომების თაობაზე ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება;
  • უნივერსიტეტის კვლევის პოლიტიკის შემუშავებასა და მის აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული რანჟირებით პუბლიკაციების შეფასება/განფასება;
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალების გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება;
  • შიდა სასკოლო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ორგანიზება/ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო წლიური კონფერენციის ორგანიზების საქმეში მონაწილეობის მიღება;
  • სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება;
  • შიდა საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება;
  • დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
  • დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით უზრუნველჰყოფს დეპარტამენტის დირექტორის სამსახურებრივი დავალებების შესრულებას ან ვიცე-პრეზიდენტის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში დავალებების შესრულებას მომიჯნავე პროექტებთან მიმართებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური და  პოლიტიკური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება, (სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, MS Excel, PowerPoint;

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მოპოვების/შეგროვების/ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

 

  პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

   სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე. აღნიშნული დღის/დღეების საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
  • ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები);
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  „კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტი“

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!