CSG პროგრამების პრეზენტაცია

11 თებერვალი 2017

11 თებერვალს, 12:00 საათზე აბიტურიენტებისთვის გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მიერ შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია:

 

სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამებია:

  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საჯარო მმართველობა
  • პოლიტიკის მეცნიერება

 

პრეზენტაციაზე მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:

 

  • მცირე ინფორმაციას სკოლის შესახებ (სტატისტიკა, დასაქმების მაჩვენებელი);
  • აკადემიური პერსონალის შესახებ ინფორმაცია;
  • რა ტიპის ცოდნას მიიღებთ პროგრამის გავლის შემთხვევაში;
  • თითოეული პროგრამის მიზანს, სტრუქტურას (რამდენ კრედიტიანია პროგრამა, რა კომპონენტებისგან შედგება და ა. შ.);
  • სპეციალობისთვის დამახასიათებელ დასაქმების შესაძლებლობას;
  • დეტალურად გაეცნობით სკოლის უახლეს პროგრამას - პოლიტიკის მეცნიერება.

 

გაიცნობთ სკოლის დეკანს და სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორს, რომლებიც უპასუხებენ თქვენს ყველა კითხვას.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.