გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე - “სამართლიანობა როგორც სამართლის პრინციპი”

14 ნოემბერი 2019

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის ფილოსოფოსის, გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - “სამართლიანობა როგორც სამართლის პრინციპი”.

 

გიორგი ხუბუა მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორია. მას ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო.

 

ამჟამად გიორგი ხუბუა ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორია.

 

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.