დასაქმების ფორუმი კავკასიის უნივერსიტეტში

14 მაისი 2019

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში CU დასაქმების ფორუმი გაიმართება.

 

ფორუმი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, რომელშიც მონაწილეობს 80-ზე მეტი წამყვანი კომპანია საქართველოში და არა მხოლოდ.

 

#CUJOBFAIR2019 - ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მოწვეული კომპანიები, მიიღონ ინფორმაცია მათი მუშობის სპეციფიკაზე და რაც მთავარია, აღმოაჩინონ სასურველი ვაკანსია და გახდნენ კომპანიის თანამშრომლები!

 

ღონისძიებას ეყოლება 4 სპიკერი: ალექსანდრე ჯეჯელავა (Flowmaster); მედეა ტაბატაძე (Insource); ანდრო დგებუაძე (A-LIVE); ლილი ბიბილაშვილი (HR პროფესიონალთა გილდია)