ირანის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

18 თებერვალი 2019

25 თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „ირანისა და საქართველოს კულტურულ, პოლიტიკურ და სამეცნიერო ურთიერთობები"