CU დასის სპექტაკლი "არალეგალები"

11 თებერვალი 2020
14 თებერვალს, 19:00 საათზე, გეპატიჟებით, CU კამპუსის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის "CU დასი" სპექტაკლზე : "არალეგალები".
 
აღსანიშნავია, რომ "CU დასის" სპექტაკლი კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში პირველად იმართება. სიუჟეტი დაფუძნებულია არტურ მილერის პიესაზე „ხედი ხიდიდან“. პიესა ადაპტირებულია "CU დასის" შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. წარმოდგენა გაიმართება ქართულ ენაზე.
 
გელოდებით, დასწრება თავისუფალია.