საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ

19 ნოემბერი 2020

24 ნოემბერს,15:00 საათზე, პლატფორმა ზუმის საშუალებით, გაიმართება შეხვედრა მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ.

 

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.


ვებინარს გაუძღვება კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლით.
 

დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინდივიდუალურად გაეგზავნებათ შეხვედრის ბმული.