რიჩელ როჯერსის მასტერკლასი - „რეპორტინგი და ამბის თხრობის ტექნიკა“

6 დეკემბერი 2019

9 დეკემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა უმასპინძლებს ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის ციფრული მედიისა და "სთორითელინგის" სამაგისტრო პროგრამის დირექტორის რიჩელ როჯერსის მასტერკლასს თემაზე: „რეპორტინგი და ამბის თხრობის ტექნიკა“

 

მასტერკლასი ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბიბლოითეკაში, D სართულზე. გათვალისწინებულია სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე. 

 

რიჩელ როჯერსს აქვს ამერიკულ ტელევიზიებში პროდიუსერად და ჟურნალისტად მუშაობას ხანგრძლივი გამოცდილება. ის მუშაობდა ABC-ის ახალი ამბებისა ტოკშოუებისთვის, ისეთ ცნობილ წამყვანებთან როგორებიც არიან ტედ კოპელი, დაიანე სავიერი, პიტერ ჯენინგსი, ბარბარა ვოლტერსი. მის კარიერაში არის CNN-ზე მუშაობის პერიოდი, როდესაც ის აკეთებდა პროდიუსინგს ოფრა უინფრის ქსელისთვის. რიჩელ როჯერსს მიღებული არაერთი მაღალი დონის პროფესიული ჯილდო, მათ შორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის დუპონის ჯილდო (ABC News), დევიდ ბლუმის ჯილდო (თეთრი სახლისგან), პიბოდის ჯილდო (CNN and ABC News), ნიუ იორკის ფილმების ფესტივალის ჯილდო (ABC News Documentary Unit).

 

პროფესორი როჯერსი კავკასიის უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის ფარგლებში ეწვევა.

 

დასწრების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული.