„ჩვენი რუსთაველი“

28 სექტემბერი 2016

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, შოთა რუსთაველის  850 წლის იუბილეს აღსანიშნავად  პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში  ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენი რუსთაველი“. 

ღონისძიებაზე მოვისმენთ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორების ლევან ბერძენიშვილისა  და მიხეილ ანთაძის ლექციებს პოემასთან დაკავშირებით, უნივერისტეტის ლიტერატურული კლუბის წევრის ნათია ჭელიძის ესეს ”ჩემი რუსთაველი”, სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ 13 ენაზე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი  წარმოადგენს  „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო და იშვიათ გამოცემებს.