დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (HERD)

8 თებერვალი 2020
                                                                         

3-6 თებერვალს, დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრის (European Project Center) წარმომადგენლებმა (Christian Gerhardts, Katja Böttcher) 4 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები ჩაატარეს, საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, პროექტის Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების განვითარება“ (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD) ფარგლებში. 

 

შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო მაჩურიშვილი.

 

ვორკშოპის პირველ დღეს მონაწილეებს ცენტრის მიზნები, თემატიკა და მიდგომები გააცნეს. ღონისძიების  ბოლო დღეს კი-ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების (კლერმონდის უნივერსიტეტი, კოტდაზურის უნივერსიტეტი) წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კვლევისა და განვითარების ერთეულების (R & D Units) სტრუქტურა.

 

ვორკშოპის ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, პროექტის წარმატების განმაპირობებელი პარამეტრები და გარემოებები, ჰორიზონტ 2020-ის პროექტების კონკურსებში მონაწილეობა, კვლევითი ხელშეწყობის ერთეულების ხელშემწყობი ზოგადი პირობები, სტრუქტურა, ამოცანები და სტრატეგიები.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით.