ერაზმუს მუნდუსი

 

 

 

 

პროექტი „ჰუმერია“  

 

 

პროექტი „ჰუმერიას“ მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ წევრებს შორის, განსაკუთრებით, სტრატეგიის პოლიტიკის შემქმნელებსა და გადაწყვეტილებებს მიმღებებს შორის; ევროკავშირსა და „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობები, ხელოვნება და დიზაინი.

 

პროექტის მთავარი მიზნებია:

 

  • პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის სტიმულირება. განსაკუთრებით, სტრატეგიის პოლიტიკის შემქმნელებსა და გადაწყვეტილებებს მიმღებებს შორის; ევროკავშირსა და „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობები, ხელოვნება და დიზაინი.
  • „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების შესაძლებლობების გაზრდა მათი წინარე გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით კონსორციუმის ფარგლებში;
  • მესამე მსოფლიოს ქვეყნების მართვის უნარის გაზრდა;
  • „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების განმტკიცება პარტნიორების ერთობლივ ინიციატივებში ჩართვის გზით;
  • დაეხმაროს „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე ქვეყნებსა და პარტნიორებს განათლების სტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, პრიორიტეტული დარგების სასწავლო გეგმების რეფორმირებასა და კვლევის პოზიტიური კლიმატის შექმნაში, რომელიც გამოიხატება ურთიერთ ნდობასა და თანამშრომლობაში. 
  • „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე ქვეყნების საჭიროებებზე რეაგირება ევროპასთან მჭიდრო კვლევითი საქმიანობის წარმართვისა და საერთო ინტერესის პრიორიტეტულ სფეროების ერთობლივი კვლევის მიზნით.
  • კომისიის რეგიონალური სტრატეგიის მხარდაჭერა რეგიონში რეგიონალური კვლევების წარმოებისა და პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
  • ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: თანაბარი შესაძლებლობები, გენდერული ბალანსი, სოციალური სამართლიანობა და ტვინების გადინების აღკვეთა.

 

კოორდინატორი ორგანიზაცია: ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი

 

პროექტის პარტნიორები: საშემსრულობლო ხელოვნების აკადემია (APA) - სლოვაკეთი, ბაბეს ბოლოაის უნივერსიტეტი (UBB) - რუმინეთი, გრონინგენის უნივერსიტეტი (UG) - ნიდერლანდები, ლუნდის უნივერსიტეტი (LU) - შვედეთი, მასარიკის უნივერსიტეტი (MU)-ჩეხეთის რესპუბლიკა, ტუსკიას უნივერსიტეტი (UT) - იტალია, ხელოვნების უნივერსიტეტი (GEUA) - რუმინეთი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) - საქართველო, კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - საქართველო, ქუთაისის უნივერსიტეტი (KU) - საქართველო, კავკასიის უნივერსიტეტი (QU) - აზერბაიჯანი, ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (NSU) - სომხეთი, ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) - ერევანი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (GSU) - საქართველო, იური ფენდკოვიჩ ჩერნივიცის უნივერსიტეტი (YFCNU) - უკრაინა, ტასარ შევჩენკოს სახელობი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSNU) - უკრაინა, ზაპორიჟიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  (ZNU) - უკრაინა, ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) - ბელარუსი, მუსიკის, თეატრისა და ხელოვნების აკადემია (AMTFA) - ბელარუსი.