კონკურსი კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

27 მაისი 2020

კონკურსის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული აკადემიური პროცესის, უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ზრდისა და ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალის, ასევე, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ინტეგრირების ხელშეწყობა.

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი, აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები.

 

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად:

 

  • დაფინანსების მაძიებელი ინდივიდუალური პირი შეიძლება იყოს მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი
  • თუ დაფინანსების მაძიებელი მკვლევართა ჯგუფია, მაშინ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი (მთავარი მკვლევარი) შეიძლება იყოს მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სხვა უნივერსიტეტის ან ორგანიზაციის თანამშრომლები, კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტები ან მაგისტრანტები

 

თითოეულ კვლევით პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით):

 

  • კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ პერსონალს კვლევის შიდა-საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში შეუძლიათ მოითხოვონ მხოლოდ კვლევისთვის საჭირო დამატებითი ხარჯების დაფარვა (მაგალითად, კონფერენციაზე გამგზავრება, ასისტენტის აყვანა, გამოქვეყნების დაფინანსება, რედაქტორის მომსახურება, სპეციფიკური ტექნიკა, პირველადი კვლევის დაფინანსება და ა.შ.)
  • კვლევითი პროექტის იმ პერსონალს, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტიდან არ იღებს სახელფასო ანაზღაურებას კვლევითი საქმიანობისთვის, გარდა კვლევისთვის საჭირო ხარჯების დაფარვისა, ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ჰონორარი, რომელიც შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ ზღვარს და წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსურ დეპარტამენტთან

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 15 ივნისიდან - 2020 წლის 30 ივნისის 18:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: funding@cu.edu.ge

 

ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები არ განიხილება.

 

საპროექტო განაცხადი მოიცავს: 

 

  • კვლევითი პროექტის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების განაცხადი (დანართი 1);
  • კვლევითი პროექტის აღწერა (დანართი 2);
  • კვლევით პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების, ადმინისტრაციული პერსონალის) პროფესიული რეზიუმეები.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

 

ნინო მაჩურიშვილი

ტელ: (+995 32) 237 77 77 (453)

ელ.ფოსტა: nmachurishvili@cu.edu.ge

 

მარიამ ჯინჭველეიშვილი

ტელ: (+995 32) 237 77 77 (419)

ელ.ფოსტა: mjinchveleishvili@cu.edu.ge