CSG-ის შესარჩევი კონკურსი პრაქტიკებისთვის

13 მარტი 2018

ერაზმუს + პროექტის “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში” (PESTUGE) ფარგლებში, ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში პრაქტიკის გავლის მიზნით საქართველოს ორ უწყებაში:

 

  • საქართველოს პარლამენტის აპარატი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

 

ვის შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა?

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ბაკალავრიატის (III-IV კურსი) და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც წარმატებით გავლილი აქვთ საგანი/საგნები მშვიდობის კვლევების მიმართულებით (ეს საგნებია: საერთაშორისო კონფლიქტები და მშვიდობა; მშვიდობის თეორიები; შესავალი მშვიდობის კვლევებში; საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძვლები, კონფლიქტი აფხაზეთში).

 

სულ შეირჩევა 2 კანდიდატი. პრაქტიკის ხანგრძლივობაა ერთი თვე. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცნობები უწყებებიდან, ხოლო პროექტის ეგიდით გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

პრაქტიკა მოგცემთ საშუალებას განივითაროთ თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევები,  დაამყაროთ პროფესიული კავშირები იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებთან,  რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტებზე და გაეცნოთ მათი მუშაობის სპეციფიკას.

 

პრაქტიკის გავლის პერიოდია 2018 წლის აპრილი/მაისი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე - რატომ გსურთ პრაქტიკის გავლა და ზემოთ ჩამოთვლილ რომელ უწყებაში/ორგანიზაციაში გსურთ პრაქტიკა (დაალაგეთ პრიორიტეტის მიხედვით)
  2. საგნის ლექტორის რეკომენდაცია/წარდგინება (შეიძლება გამოიგზავნოს ქვევით მითითებულ მეილზეც)

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას/პრაქტიკის წინა ორიენტაციას.

ელექტრონული ფოსტის მისამართი: CSG@cu.edu.ge

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „PESTUGE-ის პრაქტიკა“

 

2018 წლის შემოდგომის სემესტრში დამატებით გამოცხადდება კონკურსი პრაქტიკის გავლის მიზნით ორ უწყებაში:

 

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია