ჩვენ შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. უნივერსიტეტი აცნობიერებს  განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორს ითვლის.

 

სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს გაცვლით და ორმაგი ხარისხის პროგრამებს, მოკლევადიან სასწავლო კურსებს, საზაფხულო და სასტიპენდიო პროგრამებს.

 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებლობას მოგცემთ დეტალურად გაეცნოთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ თანამშრომლობასა და მიმდინარე პროგრამებს. ქართველ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მიაწვდის საზღვარგარეთ სასწავლო/სამუშაო გამოცდილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას. კავკასიის უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტებს კი, შესაძლებლობას მისცემს შეარჩიონ სასურველი სასწავლო პროგრამები, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასა და საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით.