CU დაფინანსება

სწავლა უფასოდ

 

TOP 501

 

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:

 

 პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას

 

 მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით

 

 ისწავლის უფასოდ სრული პროგრამის განმავლობაში

 

  • 2019 წლიდან ტოპ 501-ის სრული დაფინანსებით 82 სტუდენტი სარგებლობს
  • სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დღემდე განხორციელდა 1 181 180 ლარის ინვესტიცია
  • 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდნენ აბიტურიენტები, რომელთა საკონკურსო ქულა 2105.6-დან 2278.8-მდე მერყეობდა

 

*ტოპ 501-ის დაფინანსება არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

 

 სწავლა თანადაფინანსებით

 

 CU გრანტი 

 

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეთავაზება ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:

პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას 

 

მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს

 

მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას სრული პროგრამის განმავლობაში

 

  • 2015 წლიდან CU გრანტის დაფინანსებით 823 სტუდენტი სარგებლობს
  • სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დღემდე განხორციელდა 6 741 960 ლარის ინვესტიცია

 

*CU გრანტი არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

 

 

დაფინანსების სხვა შესაძლებლობები

          
კურსის რეიტინგული სამეული

 

100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.

 

სასწავლო ვაუჩერები

 

წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.