საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი ცოდნითა და ღირებულებებით აღჭურვილი საჯარო მმართველობის სპეციალისტი, რომელიც:
- განმარტავს საჯარო ადმინისტრირების თანამედროვე პრინციპებს, თეორიასა და მოდელებს, იაზრებს საჯარო ორგანიზაციებისა და საჯარო სერვისების მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და აცნობიერებს ციფრული მმართველობისა და ტექნოლოგიების როლს თანამედროვე საჯარო მმართველობაში.
- ახორციელებს მმართველობითი პროცესის შესაბამის პრაქტიკულ საქმიანობას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დაცვით.
- აღჭურვილია საჯარო მმართველობის სფეროსთვის დამახასიათებელი კვლევითი და კომუნიკაციის უნარებით; პრობლემების გადაჭრისას ითვალისწინებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს და პროფესიულ ეთიკას.