დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც:
- აღწერს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად პრინციპებს თეორიებს, პროცესებს და პრაქტიკას.
- აანალიზებს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების როლსა და ადგილს საერთაშორისო პოლიტიკაში, იდენტიფიცირებას უკეთებს მათ პოლიტიკურ დღისწესრიგს, ინტერესებს და ურთიერთობების სპეციფიკას საერთაშორისო ურთიერთობებსა და მომიჯნავე დისციპლინებზე დაყრდნობით.
- იყენებს დარგისთვის დამახასიათებელ კვლევის მეთოდებს და ახდენს პროფესიული ცოდნის წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას, მათ შორის, უცხო ენაზე.
- განსაზღვრავს შესაბამის ნაბიჯებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.
კავკასიის უნივერსიტეტის მისიასთან და განვითარების გეგმასთან სრულ თანხვედრაშია პროგრამის მიზნები, რომლებიც ასახავს თუ რა ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობის მქონე კურსდამთავრებულის მომზადებისკენ არის მიმართული პროგრამა და რა წვლილს შეიტანს იგი დარგისა და საზოგადოების განვითარებაში.