Erasmus+ ის დაფინანსებადი საზაფხულო პროგრამები რედბაუდის უნივერსიტეტში, ნიდერლანდები

12 თებერვალი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რედბაუდის უნივერსიტეტში, ნიდერლანდები, (Radboud University, Netherlands) ერთკვირიან საზაფხულო პროგრამაში (13-17 ივლისი, 2020) მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო პროგრამა სრულად არის დაფინანსებული Erasmus+ ის საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიას.

 

პროგრამით გათვალისწინებული სრული დაფინანსება შეადგენს 1650 ევროს (სტიპენდია, ორმხრივი ავიაბილეთი), საიდანაც გამოიქვითება პროგრამაში მონაწილეობისა და სასწავლო კურსის ღირებულება.

 

რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია 3 სასწავლო კურსი:

 

 

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია აღნიშნული კურსებიდან  მაქსიმუმ 2-ზე. რედბაუდის უნივერსიტეტი დაადასტურებს  სტუდენტის მონაწილეობას მხოლოდ 1 პროგრამაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • EUROPASS CV
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური GPA- 3.0)
  • სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი

 

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ 13-17 ივლისს, 2020.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის მიერ;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება პარტნიორ უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა რედბაუდის უნივერსიტეტის მიერ და ოფიციალური თანხმობის წერილის მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.