სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

27 ივლისი 2020

27 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალი: ეკა აკობია, დეკანი, ასოცირებული პროფესორი, თამარ ჩარკვიანი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი, ემირ ეთერია, ასოცირებული პროფესორი.

 

მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:

 

დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

 

  1. ხატია ბახბაია - ,,2008 წლის აგვისტოს ომი - რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები და ინსტრუმენტები"

ხელმძღვანელი: ქეთევან ჭუმბაძე, მოწვეული ლექტორი

          

  1. გვანცა ტაგანაშვილი - ,,რუსეთის ინფორმაციული ომის საფრთხის აღქმის პრობლემატიკა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით“

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი

 

  1. მაკა გოგრიჭიანი - ,,ეკონომიკური სანქციების, როგორც საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტის ეფექტიანობის შეფასება“

ხელმძღვანელი: ემირ ეთერია, ასოცირებული პროფესორი

 

 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

 

  1. სოფიო ლითანიშვილი - ,,ელექტრონული მმართველობა, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ეფექტიანი ორმხრივი კომუნიკაციის რესურსი“

ხელმძღვანელი: თამარ ჩარკვიანი, მოწვეული ლექტორი

 

  1. სანდრო ცხვარაძე - ,,ევროპეიზაციის გავლენა საჯარო მმართველობის რეფორმაზე საქართველოში“

ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, მოწვეული ლექტორი

 

  1. მარიამ ლომიძე - ,,საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის იმპლემენტაციის პროცესის გამოწვევები“

ხელმძღვანელი: თამარ ჩარკვიანი, მოწვეული ლექტორი