კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ირანში

23 თებერვალი 2020
22 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თეირანში, ირანის გლობალური ჰალალ ტურიზმის ორგანიზაცია სითი ვანში.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ დოქტორი მოჰამად შარიფ მალექზადე - ირანის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სითი ვანის დამფუძნებელი და მმართველი, დოქტორი დავუდი - ირანის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს და ირანის სამეცნიერო ურთიერთობების დირექტორი, დოქტორი ალი რეზა ფადაიე ვათანი - აზადის უნივერსიტეტის ოქსფორდისა და დუბაის ფილიალის რექტორი.
 
შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ირანის განათლების სამინისტროსთან და აზადის უნივერსტეტთან, რაც ითვალისწინებს საერთო პროგრამების შექმნას და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გაზრდას, რის ფარგლებშიც ირანელი სტუდენტები საქართველოში გააგრძელებენ სწავლას.
 
სამუშაო შეხვედრები გრძელდება კუნძულ ქიშზე, სადაც დაგეგმილია IAUP-ის ოფისის გახსნა.