სიახლეები

24
იან
კავკასიის ბიზნესის სკოლა საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

პარიზში, ედუნივერსალის მეშვიდე მსოფლიო კონვენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა საქართველოში მოქმედ ბიზნეს სკოლებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ეს ტიტული უკვე მეექვსედ კავკასიის ბიზნესის სკოლამ იმ გამოკითხვის შედეგებით მიიღო, რომლებშიც 154 ქვეყნის მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების 1000 სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა. 

22
დეკ
JTI კონკურსის გამარჯვებულები

JTI (Japan Tobacco International) -იმ  კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის  სკოლის  III და IV კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარა კონკურსი სემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად.

15
ნოე
CSR დაჯილდოვება

15 ნოემბერს, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“–ს გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა აიეტ კუკავამ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მოიპოვეს „ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის“ საგანში.

14
ნოე
დელოიტის წარმომადგენელი სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

14 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დელოიტის აუდიტის მენეჯერმა ილია ღუდუშაურმა, მოწვეული ლექტორის რანგში, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდოლოგია / საინვესტიციო გადაწყვეტილებები".

 

11
ნოე
CSB-ის სტუდენტის კომპანიის პრეზენტაცია

11 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ჯემალ ხატიაშვილმა მის მიერ დაარსებული ბრენდის "ბუტრანას" პრეზენტაცია გამართა. 

04
ნოე
Silicon Valley-ის ინოვატორის საჯარო ლექცია

4 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შერონ კროსტის საჯარო ლექცია. ლექციის თემა იყო: 

  • გლობალური თანამშრომლობა - როგორ ვიმუშაოთ კულტურულად განსხვავებულ სოციუმში
  • სოციალური ქსელის გამოყენება რეპუტაციის ჩამოყალიბების, ცოდნის გაზიარებისა და შესაძლებლობების მოძიების მიზნით
  • მონაცემთა გააზრება და მისი ანალიზი

 

30
სექ
CSB-ის პროფესორი MIT-ის უნივერსიტეტში

30 სექტემბერს, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ერეკლე პირველმა Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამ გრანტის ფარგლებში ერეკლე პირველი გაემგზავრება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც კვლევით სამუშაოებში ჩაერთვება. 

21
ოქტ
გრენობლის თბილისის კემპუსის MBA პროგრამა Financial Times-ის რეიტინგში

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო მონაცემების მიხედვით გრენობლის თბილისის კემპუსის პროგრამა  მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის დასახელდა; პროგრამა 67-ე ადგილს იკავებს და მსოფლიოში ცნობილ MBA პროგრამებს შორისაა. 

26
აგვ
CSB-ის სტუდენტების წარმატება

ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლის 17 ივნისიდან საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" დაიწყო. „სტარტაპ საქართველოს" დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვისაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

30
მაი
CSB-ის სტუდენტები Finance Challenge-ის ფინალურ ეტაპზე

28-29 მაისს, გაიმართა ყოველწლიური კონკურსის - SSE Riga Finance Challenge ფინალური ეტაპი. მასში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა - შოთა ჩოჩიშვილმა და ნოდარ ასანიძემ.