ბეჭდური პროექტები

ჟურნალი "თაობა 2015"

 

ჟურნალ "ლიბერალთან" ერთად სადისტრიბუციო ქსელში გავიდა კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური ჟურნალი "თაობა 2015". გამოცემა ჟურნალის კლასის ფინალური პროექტია. მისი რედაქტორებიც, ჟურნალისტებიც და ფოტოგრაფებიც CSM-ის მესამე კურსის სტუდენტები არიან. კლასს ხელმძღვანელობდნენ ლექტორები შორენა შავერდაშვილი და სოფო ბუკია. გამოცემის პროცესში ჟურნალის რედაქციას განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინეს კავკასიის უნივერსიტეტმა, ელექტრონული წიგნების სახლმა "საბამ" და "აიდიეს ბორჯომი საქართველომ", რისთვისაც მედიის სკოლა მათ მადლობას უხდის.

ჟურნალი შეგიძლიათ ნახოთ ჯიხურებში, ან წაიკითხოთ მისი ელექტრონული ვერსია მითითებულ ბმულზე.

ჟურნალი "Generation 2010"

 

კავკასიის მედიის სკოლამ სტუდენტური ჟურნალის "Generation 2010" პრეზენტაცია გამართა. 

მულტიმედიური განათლების ცენტრში გამართულ ღონისძიებას მედია პროფესიონალები, ჟურნალების გამომცემლები, დონორები, სტუდენტები და აბიტურიენტები დაესწრნენ.

სტუდენტური ჟურნალი CSM–ის მესამეკურსელების შექმნილია. კლასს, რომლის ფარგლებშიც ჟურნალი მომზადდა და გამოიცა, ჟურნალისტი ნინო ლომაძე ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდული თემებით და ინტერესებით "Generation 2010" გაყიდვაში ჟურნალ „ლიბერალთან" ერთად გასულ ორშაბათს გავიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. 
 
კავკასიის მედიის სკოლა გეგმავს ჟურნალი სტუდენტურ პერიოდიკად აქციოს.

გამოცემის დონორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" და აშშ–ს საელჩოს ინგლისური ენის პროგრამა.
 
გამოცემის მხარდამჭერია – ჟურნალი „ლიბერალი."

იხილეთ ელექტრონული ვერსია.

 "გაზეთის გამოცემის" კლასის ფინალური ნამუშევარი (2011)

 

კავკასიის მედიის სკოლამ ახალი ბეჭდური პროექტი განახორციელა.

მესამე კურსის „გაზეთის გამოცემის" კლასის ფინალური, საგამოცდო ნამუშევარი გაზეთ „რეზონანსის" დამატებად გამოვიდა.
CSM–ის 8–გვერდიანი ბეჭდური გამოცემა 3.000–იანი ტირაჟით გავრცელდა. 

პროექტის ხელმძღვანელი ჟურნალისტი და „გაზეთის გამოცემის" კლასის ლექტორი ელისო ჩაფიძე იყო.

ყველა სტატიის ავტორი მედიის სკოლის სტუდენტია. იხილეთ პროექტის PDF ვერსია.