კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ღია სემინარი გაიმართა

20 თებერვალი 2011
დეკანი გიორგი დათუკიშვილი მსმენელებს ესაუბრა თემებზე - „რატომ ტექნოლოგიები?", „რატომ არის ეს სფერო მნიშვნელოვანი და რას სთავაზობს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა დაინტერესებულ აბიტურიენტებს?". მეორე ნაწილი დაეთმო თემას - "WEB - როგორც ტექნოლოგიური პლატფორმა", რომელსაც უძღვებოდა სკოლის ლექტორი იოსებ ძმანაშვილი. აბიტურიენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ბ-მა იოსებმა მათივე თანდასწრებით შექმნა საძიებო სისტემის მარტივი ვებ-გვერდი.
აბიტურიენტებმა დაათვალიერეს კავკასიის უნივერსიტეტის შენობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ლაბორატორია და სხვა.