თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

2 ივნისი 2010


სტუდენტებს „საქართველოს პანტომიმის თეატრი"–სათვის უნდა დაემუშავებინათ მარკეტინგული სტრატეგია.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. საუკეთესო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდნენ ბიზნესის სკოლის სტუდენტები ნიკა გიგაშვილი, ვახტანგ დავლაშერიძე, ნინო მინდორაშვილი და დავით კანდელაკი.

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მათ ამ გამარჯვებას!