ჯომარდობის შეჯიბრი

11 იანვარი
უნივერსიტეტებს შორის ჯომარდობის შეჯიბრი, რომელიც გაიმართა ბორჯომში მდინარე მტკვარზე. ღონისძიებას მხარს უჭერდა "საქართველოს ჯომარდობის (რაფტინგის) ფედერაცია". ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით შეჯიბრება მიიღებს ყოველწლიურ სახეს. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა 12 უნივერსიტეტი. დასაშვები მანძილი ერთკილომეტრიანი იყო.

წარმატებული აღმოჩნდა კავკასიის უნიევრსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტთა მონაწილეობა, ვინაიდან მათ მესამე ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილი წილად ხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტს, ხოლო პირველი ადგილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. პირველი ადგილის მფლობელებს სახსოვრად გადაეცათ თასი. იხილეთ ფოტოები

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს მიღწეულ წარმატებებს!!!