კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

9 ოქტომბერი 2008
მიესალმნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ დარგში გიორგი სიმონგულაშვილი. ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა, პირველ ნაწილში, რომელიც საინფორმაციო ხასიათის იყო გავიდა კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ გადაღებული ფილმი, უნივერსიტეტის ახალი პროგრამების პრეზენტაციები და პირველკურსელთა მიერ გადაღებული კავკასიის ბიზნესის სკოლის სარეკლამო კლიპები. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა აუქციონი, გაიყიდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სახელობითი ღვინო, მაისურები და ქუდები. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ომში დაზარალებულ ოჯახებს. საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ჯაბა ქარსელაძე, გიორგი მეფისაშვილი, ანი კეკუა და თიკა ჯამბურია. საღამოს უძღვებოდა კავკასიის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ხომასურიძე. კურსდამთავრებულთა შეხვედრა კარაოკეს მუსიკის თანხლებით დასრულდა.