შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან

30 ნოემბერი 2010
მინისტრსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქალბატონმა ვერა ქობალიამ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და ამ საკითხში სტუდენტებს უშუალო ჩართულობა და თანამშრომლობა შესთავაზა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ჭელიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო სტუდენტებთან დიალოგში განათლებისა და მათი მომავალი საქმიანობის შესახებ და უპასუხა მათი მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას.
შეხვედრა დასრულდა კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით.